TBILISI 4TH TRIENNIAL: MICROCLIMATE/EDUCATION

TBILISI 4TH TRIENNIAL: MICROCLIMATE/EDUCATION

Tbilisi 4th Triennial 01.10.2022- 30.10.2022
CCA-Tbilisi is announcing Tbilisi 4th international Triennial, which will take place at a different locations in and outside of Tbilisi.
Main Location: CCA-Tbilisi / ArtArea / Cube In Context / Rivers Magic Garden / Khudadovi Forest / Goethe – Institute Georgia / Uplistsikhe
(more info coming soon)
Participants:
Floating University (Berlin) in collaboration with pjorkkala (Slovenia) / Social Design-Arts as Urban Innovation – University of Applied Arts (Vienna) / Zurich University of the Arts (Zurich) / University of the Arts (Prague) / Kelp (India) / Institute for X (Denmark) / Elkwon Kim (Korea) / Mareike Wenzel (Germany) / Tara McDowell, Boris Portnoy (USA) / Giorgi Mozgovoi – Khudadovi Forest (Georgia) / Parallel Class (Georgia) / Gia Razmadze – Dzegvi School (Georgia) / Maka Kiladze – Circe Platform (Georgia) / Georgian video art archive & Sandro Sulaberidze (Georgia) / Not Museum (Georgia) / Ilia Makharadze – Concern(Georgia) / Franziskus Bepperling – Baumshile in Uplistsikhe (Austria)
more info coming soon.
Project Partners: Tbilisi City Hall / Goethe – Institute Georgia / Adjara Group / Fabrika / ArtArea / Cube In Context
…………………………………………………………
The 1st Tbilisi Triennial was organized in 2012 by the CCA – Center of Contemporary Art – Tbilisi. It opened on 19th October 2012 and lasted one month. The main topic of the 1st Tbilisi triennial comprised informal art education and its program included exhibitions, workshops, symposiums and different public events. Individual artists, collectives, theorists and curators from 14 different countries were presented during the happening.
In July 2014, the Tbilisi Triennial became an associated member of the International Biennial Association (IBA). The Tbilisi Triennial will take place every 3rd year in Tbilisi. The 2nd Tbilisi Triennial, under the name S.O.S –Self-Organized Systems – took place in Tbilisi from 1st-30th October 2015. In 2018 -The Will- was the name of the Tbilisi 3th Triennial. The 4th edition of the Tbilisi Triennial will take start on 1.10.2022 with the topic: Microclimate/Education.
Tbilisi Triennial – link1

…………………………………………………………
Microclimate/Education
concept
Under the tree canopy. On the far side of slope. Beyond the grid of statistical calculations and algorithmic approximations. Here are the microclimates we live in. Here, in a thin inhabited band, we find the richest gradient of conditions for life. Temperature and humidity, ideas and creativity—they are
all at their most varied and complex in the 2-3 meters above and below the ground we call home. The soils and vegetation, feelings and imagination, both respond and create the conditions for the strange proximity of life, and ideas, as we know it. These are the atmospheres of difference—where patterns and
processes become specific. Lived in an embodied sense and responsive to actual conditions.
The fourth edition of the Tbilisi Triennial proposes that we inhabit these atmospheres of difference as we find new ways of orienting our creative expression as well as our material practices. Organized around the title Microclimate/Education, this edition of the triennial brings together two strands of
inquiry that have animated the CCA-Tbilisi for the past decade—place-based practices and educational experimentation. Together, these threads frame a horizon of action that at once grounds us in the immediate conditions of place, while expanding to an as-yet undefined future.
In our development of informal educational platforms, we have found that certain dynamic equilibriums, certain atmospheres of exploration, lie at the heart of true learning processes. Staging and sustaining this dynamic atmosphere is where the real work lies—as it is here where people learn to trust
and dare and to not hesitate as they unfold and realize potentials that were lingering there all along. This is the work of the microclimate. Where the focus is not on the quality of knowledge transfer but on the quality of the environment and process that sustains it—on the conditions of possibility.
Microclimate/Education will look to focus and encourage the construction of this environment by bringing together makers, thinkers, and learners who engage in the specificity of place and who expand conditions of learning. When these two lines meet and part and entangle, creativity as a true pluralistic
process is opened. Here, intuitive and rational are no longer contradictory orientations but instead allow for the accident, the mistake, and the paradox—and the network of response to this dynamic condition. Through this 4th edition of the Tbilisi Triennial, we continue to believe-in and encourage alternative
modes of creative expression that are based on engagement with the world in all its complexity and contradictions.
https://www.facebook.com/events/964367350929464/

თბილისის მე-4 ტრიენალე – მიკროკლიმატი/განათლება
01.10.2022 – 30.10.2022
თანამედროვე ხელოვნების ცენტრი – თბილისი გეპატიჟებათ თბილისის მე-4 საერთაშორისო ტრიენალეზე, რომლის ფარგლებშიც თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა შემოქმედებითი აქტივობა გაიმართება.
ძირითადი ლოკაციები:
თანამედროვე ხელოვნების ცენტრი თბილისი / არტარეა / კუბი კონტექსტში / მდინარის მაგიური ბაღი / საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი / უფლისციხე და ა.შ
დამატებითი ინფორმაცია განახლდება უახლოეს მომავალში
მონაწილეები:
Floating University (ბერლინი, გერმანია) კოლაბორაცია pjorkkala (ლიუბლიანა, სლოვენია) / Social Design- ხელოვნება როგორც ურბანული ინოვაცია, სახვითი ხელოვნების აკადემია (ავსტრია, ვენა) / ციურიხის ხელოვნების აკადემია (შვეიცარია, ციურიხი) / პრაღის ხელოვნების აკადემია (პრაღა, ჩეხეთი) / Kelp (ინდოეთი) / Institute for X (ორჰუსი, დანია) / ელკვონ კიმ (კორეა) / მარეიკე ვენცელი (გერმანია) / ფრანცისკუს ბეპერლინგი – უფლისციხის პროექტი (ავსტრია) / ტარა მაკდაუელი, ბორის პორტნოი (აშშ) / გიორგი მოზგოვოი – ხუდადოვის ტყე (საქართველო, თბილისი) / პარალელური კლასი (საქართველო, თბილისი) / გია რაზმაძე – ძეგვის სკოლა (საქართველო, თბილისი) / მაკა კილაძე – პლატფორმა კირკე (საქართველო, თბილისი) / ქართული ვიდეო ხელოვნების არქივი – კოლაბორაცია სანდრო სულაბერიძესთან (საქართველო,თბილისი) / ნოთ მუზეუმი (საქართველო, თბილისი) / ილია მახარაძე – კონცერნი (საქართველო, თბილისი)
ინფორმაცია განახლდება უახლოეს მომავალში
პარტნიორები: თბილისის მერია / საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი / აჭარა ჯგუფი / ფაბრიკა / არტარეა / კუბი კონტექსტში
თბილისის პირველი ტრიენალე თანამედროვე ხელოვნების ცენტრის (CCA) ორგანიზებით 2012 წელს გაიმართა. მის ძირითად თემას არაფორმალური სახელოვნებო განათლება წარმოადგენდა. პირველი ტრიენალეს პროგრამა ერთი თვის განმავლობაში მიმდინარე გამოფენების, ვორკშოპებისა და სხვა საზოგადოებრივი აქტივობების სერიას აერთიანებდა. მასში მონაწილეობას იღებდნენ არტისტები, კურატორები, შემოქმედებითი კოლექტივები და თეორეტიკოსები მსოფლიოს 14 ქვეყნიდან.
თბილისის მეორე ტრიენალეს თემას წარმოადგენდა – თვითორგანიზებული სისტემები, რომელიც 2015 წელს ჩატარდა. 2018 წლის ტრიენალეს მთავარ თემას – ნება წარმოადგენდა, ხოლო 2022 წლის ოქტომბერში ჩატარდება თბილისის მე-4 ტრიენალე სათაურით ,,მიკროკლიმატი/განათლება”.
…………………………………………………………
მიკროკლიმატი/განათლება
კონცეფცია
ხეთა ჩრდილქვეშ, ფერდობის შორეულ კალთაზე, სტატისტიკური გამოთვლებისა და ალგორითმების ბადის მიღმა არსებობს მიკროკლიმატი, რომელშიც ვცხოვრობთ. აქ, თხელ გარსში ვპოულობთ ცხოვრების პირობების ყველაზე მდიდარ გრადიენტებს. ჩვენი სახლიდან – დედამიწიდან 2-3 მეტრის ზემოთ და ქვემოთ, ტემპერატურა და ტენიანობა, იდეები და შემოქმედებითობა მრავალფეროვანი და კომპლექსურია. ნიადაგი და მცენარეულობა, გრძნობები და წარმოსახვა პასუხობს სასიცოცხლო პირობებსა და წარმოშობს ჩვენთვის ნაცნობ იდეებს. ეს განსხვავებულობის ატმოსფეროებია, სადაც ნიმუშები და პროცესები სპეციფიკურია; განსხეულებულია გრძნობაში და მოპასუხეა ფაქტობრივ მდგომარეობაზე.
თბილისის ტრიენალეს მეოთხე გამოცემა გვთავაზობს, დავსახლდეთ განსხვავებულობის ატმოსფეროებში და ჩვენი შემოქმედებითი გამოხატვისა და მასალის გამოცდილების მიმართვის ახალი გზები ვიპოვოთ. ტრიენალე სათაურით ‘მიკროკლიმატი/განათლება’ აერთიანებს ორ მიმართულებას, რომლებმაც გასულ ათწლეულში გააცოცხლეს CCA-თბილისი – ადგილზე დაფუძნებული პრაქტიკა და საგანმანათლებლო ექსპერიმენტები. ეს მიმართულებები აჩარჩოებს მოქმედების ჰორიზონტს, რომელიც, ერთის მხრივ, გვამიწებს ადგილის უშუალო პირობებში, და მეორეს მხრივ, გვიხსნის გზას ჯერ კიდევ განუსაზღვრელი მომავლისაკენ.
არაფორმალური საგანმანათლებლო პლატფორმების შემუშავებისას აღმოვაჩინეთ, რომ ჭეშმარიტი სასწავლო პროცესების ცენტრი დინამიურ წონასწორობასა და კვლევის ატმოსფეროებშია. დინამიური ატმოსფეროს შექმნა და შენარჩუნება სამუშაო პროცესია, რომელშიც ადამიანები ნდობასა და გაბედვას, სასურველი პოტენციალის უყოყმანოდ გამოვლენას სწავლობენ. ეს მიკროკლიმატის სამუშაო პროცესია. აქ ყურადღება გამახვილებულია არა ცოდნის გადაცემის ხარისხზე, არამედ მის მხარდამჭერ გარემოსა და პროცესის ხარისხზე – შესაძლებლობის პირობებზე.
მიკროკლიმატი/განათლება წაახალისებს გარემოს შემოქმედებით, მოაზროვნეებითა და მოსწავლეებით, რომლებიც იზიარებენ ადგილის სპეციფიკას და განავრცობენ სწავლის პირობებს. როდესაც ეს ორი მიმართულება ერთმანეთს ხვდება და ნაწილდება, შემოქმედება ნამდვილ პლურალისტურ პროცესად ვითარდება; ინტუიციური და რაციონალური ურთიერთსაწინააღმდეგო აღარ არის; ჩნდება შემთხვევის, შეცდომის და პარადოქსის საშუალება – და იქმნება ამ დინამიურ მდგომარეობაზე რეაგირების ქსელი. თბილისის მე-4 ტრიენალეს მეშვეობით ჩვენ ვაგრძელებთ შემოქმედებითი გამოხატვის ალტერნატიული ფორმების წახალისებას, რომლებიც დაფუძნებულია სამყაროსთან ჩართულობაზე მთელი მისი სირთულეებითა და წინააღმდეგობებით.
……………………………………………………….