Ჰეი Product People,
ჩვენს შემდეგ შეხვედრაზე იმოგზაურეთ ციფრულ სამყაროში თიბისისთან ერთად. გაიგეთ, თუ როგორ შეცვალა მართვის პროცესები მთავარი აუთსორს კომპანიის ჩანაცვლებამ ციფრული ცენტრალიზებული მართვის პლატფორმით. ღონისძიების სპიკერები იქნებიან ანა ტატიშვილი და გიორგი რამიშვილი.
— ანა თიბისი ბანკში 15 წელზე მეტია, მუშაობს. ის ამჟამად ხელმძღვანელობს Business Mobile Bank-ს. ანას აქვს დიდი გამოცდილება როგორც ბიზნესის, ასევე მობაილ ბანკინგის სფეროში და მან გადამწყვეტი როლი შეასრულა თიბისი ბანკის ბიზნეს და მობაილ ბანკინგის განვითარებასა და წარმატებაში.
— გიორგის აქვს 10 წელზე მეტი გამოცდილება ფინტექის, ელექტრონული კომერციისა და ჯანდაცვის ტექნოლოგიების მიმართულებით. ის სპეციალიზდება მასშტაბირებადი პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდებაში. გიორგის აქვს დიდი გამოცდილება საერთაშორისო გაფართოებისა და შესაბამისობის უზრუნველყოფის მიმართულებით და არის AWS-ისა და Microsoft-ის სერტიფიცირებული პროფესიონალი.
შემოგვიერთდით 9 ივლისს, სამშაბათს 19:00 საათიდან ტერმინალში (ვაკე, ირაკლი აბაშიძის 34).
შეხვედრის სამუშაო ენაა ქართული.
ღონისძიების ორგანიზატორია Startup Büro. ჩვენი მხარდამჭერია თიბისი.
ProductTank-ზე დასწრება ყოველთვის უფასოა, მაგრამ ადგილები შეზღუდულია, ამიტომაც საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია Meetup.com-ზე.
Შეხვედრამდე!
ProductTank Tbilisi-ს გუნდი