DECODER: CHARLOTTE DE WITTE / LY SAS / 3AM


ელექტრონული მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი DECODER შემოდგომის მორიგ სერიას 24 სექტემბერს, SPACEHALL KUSTBA-ს ღია სივრცეში უმასპინძლებს.
DECODER: CHARLOTTE DE WITTE | LY SAS | 3AM
CHARLOTTE DE WITTE თანამედროვე ელექტრონული მუსიკის სცენის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელია, რომლის შემოქმედებაც მუსიკის განსაკუთრებული სიყვარულისა და თავდაუზოგავი შრომის შედეგია.
“არავითარი ძილი” – ასეთი იყო არტისტის სამუშაო მოტო პირველივე დღიდან, როდესაც კაცებით დომინირებულ სცენაზე შეაბიჯა. სურვილმა, რომ მსმენელს მისი გენდერის ნაცვლად ყურადღება შემოქმედებისთვის მიექციათ, CHARLOTTE DE WITTE-ს გადააწყვეტინა, დაკვრა კაცის სახელით დაეწყო. ასე გაჩნდა RAVING GEORGE – ფსევდონიმი, რომლის მიღმაც საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების სრულფასოვანი დემონსტრირების სურვილით შეპყრობილი ქალი იდგა.
RAVING GEORGE-ის სახელით გამოშვებულ ჩანაწერებს მალევე მოჰყვა დაინტერესება ლეიბლებისა და ფესტივალებისგან. 2015 წელს უკვე კი უკვე საკუთარი, CHARLOTTE DE WITTE-ს სახელით გამოცემულმა სადებიუტო EP-მ WELTSCHMER საშუალება მისცა, მყარად დაემკვიდრებინა თავი ელექტრონული მუსიკის სცენაზე.
2022 წლისთვის მის სახელზე სინგლებისა და ალბომების 25-მდე ჩანაწერია. დიჯეინგისა და პროდიუსერობის, წვეულებებისა და ფესტივალების ორგანიზების გარდა, შარლოტა ლეიბლის KNTXT დამფუძნებელია და მართავს რადიო შოუების სერიას BBC RADIO 1-ის ტალღაზე, ხოლო FORMULA 1-თან კოლაბორაციის შედეგად საბოლოოდ განმტკიცდა მისი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური, შემოქმედებითი, ცოცხალი და ენერგიული არტისტის რეპუტაცია.
საფესტივალო ღამეზე მასთან ერთად წარდგებიან ადგილობრივი სცენის ორი ახალი და გამორჩეული სახე – LY SAS შეუჩერებელი ენერგიით, შრომის ეთიკითა და მასთან ერთად ახალი ტალღის წარმომადგენელი 3AM.
——————————————————
DECODER – Festival of Electronic Music and Visual Arts will be hosting the next night of Autumn series on 24th September at the SPACEHALL KUSTBA open space.
CHARLOTTE DE WITTE | LY SAS | 3AM

CHARLOTTE DE WITTE is one of the most significant representatives of the modern electronic music scene, whose works are the result of unsparing, merciless labour and devotion.
“No Sleep” was the motto of an artist since the day she stepped into the utterly male-dominated club culture. Desire, to attract the attention of listeners not to her gender but to her works, drove her to an unusual decision to perform under the RAVING GEORGE – male alias, but a steadily determined woman to fully demonstrate her artistic power and capabilities was standing behind it.
The records produced under the RAVING GEORGE pseudonim quickly gained appreciation from labels and festivals. The newfound acclaim drove her to start producing and performing with her real name CHARLOTTE DE WITTE, with debuting DP WELTSCHMER cementing her reputation on the electronic music scene.
She has released more than 25 records to date. Besides DJing, organising parties and festivals, CHARLOTTE is the founder of KNTXT label and runs a high profile residency show at BBC RADIO 1. Moreover, a successful collaboration with FORMULA 1 consolidated her reputation as one of the most active, creative, dynamic and exuberant artists.
Playing on the festival night alongside her will be two new and remarkable DJs of the local scene – LY SAS with unstoppable energy and work ethics and the representative of a new wave 3AM.
——————————————————
18+
Online Tickets / tkt.ge:
1st release – 70 GEL
2nd release – 80 GEL
3rd release – 90 GEL
https://www.facebook.com/events/1192112554945862/