Hey product people,
დღესდღეობით, ფინანსური ტექნოლოგიების სფერო ერთ-ერთი მოწინავეა ინოვაციურობის და ციფრული ტრანსფორმაციის კუთხით. ამ პროცესში განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობს ისეთი პროდუქტების შექმნა, რომლებიც მარტივი, უსაფრთხო და ეფექტურია მომხმარებლებისთვის.
ProductTank-ის ამ შეხვედრაზე, ჩვენ ვისაუბრებთ ფინტექ პროდუქტების შექმნის მთავარ გამოწვევებსა და საუკეთესო პრაქტიკებზე.
????სპიკერები:
ქეთი ჭავჭანიძე – პროდუქტის მფლობელი, 5 წელზე მეტი გამოცდილებით პროდუქტის მენეჯმენტში, აქედან მან 2 წელზე მეტი გაატარა Space International-ში. ქეთი მუშაობდა სხვადასხვა პროდუქტზე Space Neobank-ისა და TBC UZ-ისთვის. პროდუქტის შემუშავებასა და გაყიდვებში 6+ წლიანი გამოცდილებით გასული წლის განმავლობაში მისი ძირითადი მიმართულება გახდა პერსონალური ფინანსების მენეჯმენტის (PFM) ინსტრუმენტი და ტრანზაქციების ისტორია. ქეთის მოტივაციაა, დაეხმაროს მომხარებლებს საკუთარი ფინანსური მდგომარეობის განვითარებაში სწორი ფინანსური პროდუქტის შექმნით.
ქეთევან მეფარიშვილი – PhD. მარკეტინგის ასოცირებული პროფესორი. სადოქტორო პროგრამა დიდ ბრიტანეთში დაამთავრა. ამჟამად, ლატვიური საერთაშორისო ფინტექ კომპანია “TWINO”-ს აზიის რეგიონალური და აიტი ჰაბის მენეჯერია. შექმნა P2P Lending პროდუქტები და წარმატებით წარუძღვა მსოფლიოს 5 ბაზარზე.
შემოგვიერთდით 23 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 19:30 საათიდან დიზაინის ინსტიტუტში (უზნაძის 82).
შეხვედრის სამუშაო ენაა ქართული.
ღონისძიების ორგანიზატორია Startup Büro. ჩვენი მხარდამჭერია Space International.
ProductTank-ზე დასწრება ყოველთვის უფასოა, მაგრამ ადგილები შეზღუდულია, ამიტომაც საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია Meetup.com-ზე.
Შეხვედრამდე!
ProductTank Tbilisi-ს გუნდი