წყვილთა რბოლა – V ეტაპი (Rheinol CUP)


⏱ ღონისძიება გაიმერთება “Lilo Arena”- ს სპეც მონაკვეთზე.
მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც აქვს მართვის მოწმობა ან მრბოლელის ლიცენზია ან საავტომობილო სპორტული კლუბის “Georgian Petrolheads”- ის ბარათი.
24 სექტემბერი
⏱ რეგისტრაცია -24/09/2022 – 13:00 სთ-დან- 15:00-მდე
⏱ კვალიფიკაცია – 24/09/2022 – 15:00
25 სექტემბერი
⏱ ბრიფინგი – 25/09/2022 09:00
🏁 სტარტი – 10:00
10:00 კლასი – “Rookie” (Live ტრანსლაცია)
12:00 კლასი – 2000 cc -მდე (Live ტრანსლაცია)
14:00 კლასი – 2000 cc + (Live ტრანსლაცია)
🏁 15:00 გამარჯვებულების დაჯილდოვება.
შეჯიბრზე მონაწილეობის საფასური – 70 ლარი
(საავტომობილო სპორტული კლუბის “Georgian Petrolheads”- ის წევრებისთვის 50 ლარი)
(რეგისტრაცია იწარმოებს მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით ! ! ! )
შეჯიბრი დაიყოფა შემდეგ კლასებად:
1. 2000 cc -მდე (ნებისმიერი ამძრავი)
2. 2001 cc + (ნებისმიერი ამძრავი);
3. Rookie (ნებისმიერი ამძრავი).
(მოქმედ ან/და ვეტერან ლიცენზირებულ მრბოლოლელებს მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ მონო წამყვანი სპორტული ან/და ნებისმიერი სამოქალაქო ავტომობილით.)
ღია ძარიანი ავტომობილები არ დაიშვება (ფორმულა, ლეგენდა, ბაგი და ა.შ.)
🏎 შეჯიბრზე დაიშვება ნებისმიერი ტიპის საბურავი, გარდა “Trackday and Competition” (სლიკი ნახევრად სლიკი) – https://www.tyrereviews.com/Tyre/Michelin/ <<<< ვხელმძღვანელობთ მხოლოდ მითითებული ვებ გვერდის მონაცემებით. (ყველა კლასში)
თიოთოეულ ეტაპზე მრბოლელები მიიღებენ შესაბამის ქულებს 1-დან 8-მდე პოზიციის ჩათვლით
P1-10 ქულა
P2-8 ქულა
P3-6 ქულა
P4-5 ქულა
P5-4 ქულა
P6-3 ქულა
P7-2 ქულა
P8-1 ქულა
(პირველი ოთხეულის გარდა, ქულების განსაზღვრა მოხდება 1/4 ფინალებში დამარცხებული მრბოლელების კვალიფიკაციაზე ნაჩვენები შედეგით)
🏆 კომპანია "APO MOTORS" – გამრჯვებულებს გადასცემს
უმაღლესი ხარისხის ძრავის ზეთს – Rheinol W5/40 – ს ყველა კლასის ყველა პრიზიორს.
https://www.facebook.com/rheinol.ge/
🏆 სეზონის ბოლოს აბსოლუტ კლასის (2001 cc + ) გამარჯვებული დაჯილდოვდება "საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცი"-ის მიერ – FIA-ს სტანდარტების მიხედვით მომზადებული უსაფრთხოების კარკასით და პროფესიონალი მრბოლელის საერთაშორისო ლიცენზიით.
🏆კომპანია "T.Z.D" – გამრჯვებულებს გადასცემს – სპეც.ხელსაწყოების კრებულებს.
https://www.facebook.com/TZD777
🏆 კლასების გამარჯვებულები, ყოველ ეტაპზე დაჯილდოვდებიან გენერალური სპონსორის მიერ დაწესებული 1000, 700 და 500 ლარიანი ვაუჩერებით და სიმბოლური სამახსოვრო პრიზებით.
გენერალური სპონსორი "Paulownia" Architects group
https://www.facebook.com/Paulownia-171999493193604
(სპონსორებზე და პრიზებზე ინფორმაცია განახლდება მოგვიანებით)
🚫 სავალდებულოა ყველა ავტომობილზე გამართულად მუშაობდეს ღვედი და თან იქონიოთ ავტო ან მოტო ჩაფხუტი.
კარკასიან ავტომობილებზე სავალდებულოა კომბინიზონი.
❗️ყველა მონაწილე ვალდებულია ღონისძიების მსვლელობის მანძილზე ავტომობილზე თვალსაჩინო ადგილზე იქონიოს სპონსორ(ებ)ის სტიკერ(ებ)ი და საბორტო ნომერი, წინააღმდეგ შემთხვევაში რეგლამენტის თანახმად მოიხსნება ღონისძიებიდან ❗️
https://www.facebook.com/events/811621743191539/