Ჰეი Product People,
გემიფიკაცია ციფრული პროდუქტების გამოყენების გაზრდის შესანიშნავი მეთოდია. თუკი თამაშებისგან განსხვავებულ ციფრულ პროდუქტებში თამაშების ელემენტებს გამოვიყენებთ, შესაძლებლობა გვაქვს, ჩვენი პროდუქტები უფრო გასართობი გავხადოთ.
Ჩვენს შემდეგ შეხვედრაზე თავიანთ გამოცდილებას გაგვიზიარებენ მარიამ ბეთხოშვილი და ვახო მდივანი.
მარიამ ბეთხოშვილი Space International-ის უფროსი პროდუქტის ოუნერია. Მას აქვს 10-წლიანი გამოცდილება მარკეტინგის, პროდუქტის მენეჯმენტისა და ზრდის მიმართულებით. ბოლო 3 წლის განმავლობაში, მარიამი ჩართული იყო ციფრული საბანკო პროდუქტების განვითარებაში საქართველოსა და უზბეკეთში. Space International-ში მარიამი ხელმძღვანელობს გემიფიკაციის პროდუქტის გუნდს, რათა გაზარდოს მომხმარებელთა ჩართულობა და რაოდენობა. მარიამი გაგვიზიარებს თავის გამოცდილებას Space ნეობანკისთვის პირველი აპლიკაციის თამაშის დანერგვის შესახებ და TBC Stars-ის ისტორიას, რომელიც TBC Uzbekistan-ისთვის განხორციელდა. მარიამი ისაუბრებს იმაზე, თუ როგორ გაზარდა გემიფიკაციის პროექტის დანერგვამ მომხმარებლების აქტივაცია და ლოიალობა და როგორ იმართება პროდუქტის სრული ციკლი ბაზარზე გასვლამდე.
ვახო მდივანი Promofy-ს თანადამფუძნებელი და პროდუქტის დირექტორია. მან კარიერა დაიწყო თიბისი ბანკში გაყიდვების მენეჯერად, რის შემდეგაც მარკეტინგის სფეროთი დაინტერესდა და კარიერა გააგრძელა კავკასუს ონლაინში მარკეტინგის მენეჯერად. სწორედ აქ ჰქონდა პირველი შეხება გემიფიკაციასთან, რომელიც ონლაინ და ოფლაინ სამყაროებს აერთიანებდა. მოგვიანებით ვახო აჭარაბეთში გადავიდა პროდუქტების მენეჯერად და უფრო დაუახლოვდა გემიფიკაციას. ამჟამად ვახო მუშაობს თავის სტარტაპზე, რომელიც კომპანიებს საკუთარი პროდუქტების გემიფიცირებაში ეხმარება.
შემოგვიერთდით 25 აპრილს, ხუთშაბათს, 19:30 საათიდან დიზაინის ინსტიტუტში (უზნაძის 82).
შეხვედრის სამუშაო ენაა ქართული.
ღონისძიების ორგანიზატორია Startup Büro. ჩვენი მხარდამჭერია Space International და Მასპინძელია დიზაინის ინსტიტუტი.
ProductTank-ზე დასწრება ყოველთვის უფასოა, მაგრამ ადგილები შეზღუდულია, ამიტომაც საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია Meetup.com-ზე.
Შეხვედრამდე!
ProductTank Tbilisi-ს გუნდი