Ჰეი Product People,
დღესდღეობით ხელოვნური ინტელექტი (AI) თითქმის ყველგან გვხვდება და ბევრი ჩვენგანი ალბათ ყოველდღიურ საქმიანობაშიც იყენებს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ხელსაწყოებს. ამიტომაც ჩვენ გადავწყვიტეთ, ჩვენს მორიგ შეხვედრას ვუმასპინძლოთ საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციასთან (GAIA) ერთად. Შეხვედრაზე მოწვეული სამი სპიკერი გაგვიზიარებს თავის გამოცდილებას, თუ როგორ გამოიყენება AI პროდუქტების მენეჯმენტში:
– ანი ჯანელიძე, V7-ის AI სერვისების კონსულტანტი
– მარიამ გაგუა, უფროსი პროდუქტის მენეჯერი
– გაგი ნინოშვილი, Space International-ის პროდუქტის მენეჯერი
შემოგვიერთდით 20 მარტს, ოთხშაბათს, 19:30 საათიდან სტამბაში (კოსტავას 14).
შეხვედრის სამუშაო ენაა ქართული.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან Startup Büro და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია. ჩვენი Მასპინძელია D Block.
ProductTank-ზე დასწრება ყოველთვის უფასოა, მაგრამ საჭიროებს წინასწარ რეგისტრაციას Meetup.com-ზე.
Შეხვედრამდე!
ProductTank Tbilisi-ს გუნდი