Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ProductTank Tbilisi: Managing cross-cultural teams & building int’l products

February 7 @ 8:00 pm10:30 pm

Ჰეი Product People,

როცა თქვენს პროდუქტზე მომუშავე გუნდები იზრდება და მრავალფეროვნდება, მნიშვნელოვანია, რომ შეისწავლოთ მულტიკულტურული გუნდების მართვისა და ლიდერობის საუკეთესო გამოცდილებები.

მეორე მხრივ, თქვენს პროდუქტებს იყენებს უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი სხვადასხვა ქვეყნიდან და სხვადასხვა ქვეყანაში, რაც კიდევ უფრო ზრდის საერთაშორისო პროდუქტების შექმნის საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების საჭიროებას.

ჩვენი შემდეგი შეხვედრისთვის მოვიწვიეთ ანა ჩაგელიშვილი და ნიკა ღვაბერიძე თავიანთი გამოცდილების გასაზიარებლად.

– ანა თბილისში დაიბადა და ცხოვრობდა ლონდონში, დუბაიში, ბანგკოკში, ჰოჩიმინსა და სინგაპურში, სადაც უკვე ბოლო 5 წელია, ცხოვრობს. მან დაამთავრა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი (University College London) მეწარმეობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ხარისხით.
მას შემდეგ, ანას შესაძლებლობა ჰქონდა, ემუშავა ინოვაციურ მულტიეროვნულ კორპორაციებში, როგორებიცაა Alibaba Group, Wise და Meta, რომლებიც ცნობილია თავიანთი სწრაფი ზრდითა და გამრღვევი ბიზნეს მოდელებით. კარიერის განმავლობაში, მრავალფეროვან გუნდებში მუშაობისას, მან წარმატებას მიაღწია პროდუქტების მენეჯმენტში და შეიძინა უნარები ლიდერობასა და გუნდების შექმნაში.

– ნიკა აქვს 15 წელზე მეტი გამოცდილება საბანკო მიმართულებით, მათ შორისაა პროდუქტის განვითარება, სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა, კომერცია და ბიზნესის განვითარება. ნიკა ბოლო 5 წელია, Space International-ში საქართველოსა და უზბეკეთის ბაზრებისთვის კომერციულ გუნდს მართავს.
სხვადასხვა გუნდების და განსხვავებული კულტურის მქონე ადამიანების კოორდინაცია და საერთო მიზნებზე მუშაობა ნიკას მთავარი როლი და ღირებულებაა, რომელიც გუნდისთვის მოაქვს. ნიკა საქართველოდან ახალ ბაზრებზე შესვლის, სრულად ციფრული პროდუქტების შექმნის და მრავალფეროვან გუნდებთან თუ პარტნიორებთან თანამშრომლობის წარმატებულ გამოცდილებას გაგვიზიარებს.

ღონისძიების მოდერატორია გიორგი ბურდული, ტექნოლოგიური სტარტაპი Mimirex-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. გიორგი ასევე ხელმძღვანელობს კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრს და არის „ბიზნეს ლიდერების“ წამყვანი (ბიზნეს ფორმულა)

შემოგვიერთდით 7 თებერვალს, ოთხშაბათს 20:00 საათიდან ტერმინალში (ვაკე, ირაკლი აბაშიძის 34).

შეხვედრის სამუშაო ენაა ქართული.

ღონისძიების ორგანიზატორია Startup Büro. ჩვენი მხარდამჭერია Space International და Მასპინძელია Terminal.

ProductTank-ზე დასწრება ყოველთვის უფასოა, მაგრამ საჭიროებს წინასწარ რეგისტრაციას Meetup.com-ზე.

Შეხვედრამდე!

ProductTank Tbilisi-ს გუნდი

Hey Product People,

As your product teams become more and more diverse, it’s important to learn the best practices of multicultural team leadership.

On the other hand, your products are increasingly used by people from/in other countries, so there’s an increasing need to learn the best practices of building international products.

For our next meetup, we invited Ana Chagelishvili and Nika Gvaberidze to share their experience.

– Born in Tbilisi, Ana lived in London, Dubai, Bangkok, Ho Chi Minh City and Singapore, where she’s been living for the past 5 years. She graduated from University College London with a degree in Entrepreneurship and Information Technologies.
Since then, she’s had the opportunity to work in innovative multinational corporations such as Alibaba Group, Wise, and Meta, known for their rapid pace and disruptive business models. During her tenure, she’s had a successful career in product management, refining her leadership and team-building skills across diverse teams.

– Nika has 15+ year experience in banking, including Product Development, Customer Experience and Commercial and Business Growth. Last 5 years in digital banking with cross country coverage in Georgia and Uzbekistan, holding the position of Chief Commercial / Growth Officer in Space international.
Coordinating cross-functional teams and cultures constitutes one of the primary values and contributions in his role within the team. Nika will share his successful experiences in entering new markets from Georgia, constructing fully digital products, go to market strategies, and collaborating with diverse teams and partners.

The event will be moderated by Giorgi Burduli, Co-founder & CEO at Mimirex. Giorgi is also the Director of Caucasus University Innovation & Entrepreneurship Center and the Host of TV show “Business Leaders” (Business Formula).

Join us on February 7, 2024, Wednesday, from 20:00 at Terminal Abashidze (34 Irakli Abashidze Str., Vake).

(Please note that the working language is Georgian.)

ProductTank Tbilisi is organized by Startup Büro, supported by Space International, and is hosted by Terminal.

As always, ProductTanks are free to attend, but the places are limited, so please RSVP (click “Going” or “Attending”) on Meetup.com to confirm your participation.

See you soon!

ProductTank Tbilisi Team

Details

Date:
February 7
Time:
8:00 pm – 10:30 pm
Event Category:
Website:
https://www.meetup.com/producttank-tbilisi/events/298927187

Venue

Terminal • ტერმინალი
0179 Irakli Abashidze Street
T'bilisi, ge